ჯვარში არსებულ ვითარებას კახაბერ გულედანი და ლევან შონია გაეცნენ

24/04/2017

სტიქიასთან დაკავშირებით დღეს ქალაქ ჯვარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო. ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინიანი კორპუსისი სახურავი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა. კახაბერ გულედანის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება და მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. სამეგრელოში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის, ელექტრო ენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. გზებისა და სკვერები წაქცეული ხეებისგან გასუფთავება გუშინვე მოხდა. ლევან შონიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდეს. სტიქიამ ყველაზე მეტად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა, თუმცა ქარმა პრობლემები ზუგდიდის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. სადაც წალენჯიხის მსგავსად სტიქიის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილე დღეს, საგანგებო შტაბის სხდომასაც დაესწრო და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0