აბაშაში ტროტუარების შეკეთების სამუშაოები დასრულდა

06/10/2017

ქ. აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისუფლების ქუჩებზე შეკეთდა ტროტუარები. პროექტი ითვალისწინებდა: ტროტუარებზე შემორჩენილი ასფალტის ფენისა და ამორტიზებული ბეტონის წყალსაწრეტი არხების დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას. სამუშაოები ელ-ტენდერში (spa170004553) გამარჯვებული შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 405 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0