აბაშის მუნიციპალიტეტში პარკირების მოწყობა მიმდინარეობს

10/02/2018

აბაშის მუნიციპალიტეტში, რკინიგზისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოუწესრიგებელი ავტოსადგომების არ არსებობისა და სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლის გამო, მძღოლები და ფეხით მოსიარულეები ყოველდღე აწყდებიან პრობლემას. ამასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, მიმდინარეობს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობა, რაც დაარეგულირებს ავტომანქანების ჭარბ ნაკადს, მოაწესრიგებს პარკირებას და მძღოლები საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ ავტომანქანების გაჩერებას სადგომზე. სამუშაოს ასრულებს ააიპ „კეთილმოწყობა“. ლევან მაკალათია სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, მოქალაქეებს შეხვდა და ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0