ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

13/12/2017

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა სოციალურ პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“ -ის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სამოცდასამივე რეგიონიდან 20 000 ახალგაზრდა არის ჩართული.
შეხვედრის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა კაპიტონ ჟორჟოლიანს წარუდგინეს პრეზენტაციები, რომელშიც საუბარი იყო რეგიონალურ განვითარებაზე, ადგილობრივ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ააიპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელები ანზორ მეგრელიშვილი და გიგა გლუნჩაძე. შეხვედრამ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0