ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ზოტში გზის ნაწილი ჩაანგრია და 250-მდე კომლი გარესამყაროს მოწყვიტა

18/10/2017

ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ზოტში გზის ნაწილი ჩაანგრია და 250-მდე კომლი გარესამყაროს მოწყვიტა.
მობილიზებულია სპეც. ტექნიკა და ამ დრომდე მიმდინარეობდა გზის აღდგენითი სამუშაოები. ამ წუთებში გზა უკვე გაიხსნა.
სტიქიის ზონაში მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე შესაბამის სამსახურებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0