აიტის მიმართულებით პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შიექმნება

13/02/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოზე განხილული იქნა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების განვითარების კონკრეტული ნაბიჯები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა წევრებს „განათლების ერთიანი ციფრული პლატფორმის” პროექტი წარუდგინა. პლატფორმა განკუთვნილია, როგორც უმაღლესი პროფესიული სწავლების კოლეჯების, ასევე უნივერსიტეტებისა და კერძო პირებისთვის. მასში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი ტექსტური და ვიდეო სასწავლო მასალა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, აიტის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შეიქმნება, რომლის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული იქნებიან საბჭოში წარმოდგენილი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები.

განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭო 2017 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა და პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შედგა. საბჭოს მიზანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესება. საბჭოს შემდეგი სხდომა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0