ალგეთის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

09/01/2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა. სოფელ ალგეთში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 2748 გრძივი მეტრი გზა. პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგპფ) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 342 399 ლარს. რგპფ ფონდიდან გამოიყო 184 895 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 504 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0