არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

05/01/2018

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად.
გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც მისცა მითითება შესაბამის სამსახურებს დროულად დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარკვეულ ვადებში წარმოადგინონ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0