აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა

01/02/2018

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვისთვის და იმედი გამოთქვა რომ მომავალშიც აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში, და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0