ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს

16/02/2018

ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გავაცანი ინფორმაცია ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შეიმუშავა საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.
აღნიშნული ინციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას და ის სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120,000 ათას ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0