ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

13/12/2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნეს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 000–მდე კვადრატულ მეტრს, მოწესრიგდა საკლასო ოთახები, გათბობისა და წყალსაკანალიზაციო სისტემები, სკოლა აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და შესაბამისი სასკოლო ინვენტარით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის.
სტუმრებმა სკოლის გახსნის შემდეგ ვალის №1 საჯარო სკოლა მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (“Millennium Challenge Corporation- MCC”) განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0