ახლადრეაბილიტირებული წაღვერის საბავშვო ბაღი დღეს მერმა მოინახულა

14/12/2017

განახლებულ და სრულიად კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღებს დღეს კიდევ ერთი ბაღი შეემატა. დაბა წაღვერის ახლადრეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მე-7 რომელიც რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა. საბავშვო ბაღი დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მანანა ორჯონიკიძემ მოინახულეს. შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახები განახლდა ასევე ავეჯით და მომარაგდა ყველა საჭირო ინვენტარით. მერის განცხადებით, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და ბავშვებისათვის სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების გარემოს შექმნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მომავალ წელსაც. მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღი სრულად არის გარემონტებული და აღჭურვილი. მომავალ წელს ჩვენ დანარჩენი ბაღების კეთილმოწყობას განვახორციელებთ“- აღნიშნა მერმა. უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება ასევე ტაძრისი საბავშვო ბაღი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0