ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ხელისუფლებამ საჩუქრები მიუტანა

05/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ორიონელებს“ საჩუქრები მიუტანეს და მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს შეუერთდნენ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა შშმ პირთა საზოდადოებაში ადაპტირების პროცესში და ცენტრის აღსაზრდელების ყოველდღიური საქმიანობით, ასევე, სააღმზრდელო პროგრამით დაინტერესდნენ. „ორიონელებთან“ ერთად სხვადასხვა სახის თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული. კავშირი „ორიონი“ 2004 წელს დაარსდა ზესტაფონში და მას შემდეგ ცენტრი შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0