ბათუმის მერი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

07/02/2018

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა და ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან ერთად, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. • ბოტანიკურ ბაღში დაიგეგმა ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მარტში დაიწყება. პროექტი საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ფინანსდება. • დაიწყო მზადება სამი სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. • ბაღის ტერიტორიაზე ვიდეოკამერები და უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. • იგეგმება 2 ერთეული ელექტრომობილის შეძენა. გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წელს უკვე შესყიდულია 4 ელექტრომობილი. . • მიმდინარეობს ბაღის ტერიტორიაზე ლაბორატორიული კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წელს დასრულდა. • დაიწყო უსახური, ამორტიზებული, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. • სრულდება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტოსადგომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადაეცემა. დღესვე, ბათუმის მერმა ბაღის ეზოში სიმბოლურად სამი ფიჭვის ხე დარგო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0