ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

10/12/2017

ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. არცერთ მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალდა შვიდი ოჯახი, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი საცხოვრებელი ფართები. შემთხვევის წუთიდან, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი მიყენებული ზარალის აღწერას ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0