ბათუმში პირველი ენერგოეფექტური სკვერი ოფიციალურად გაიხსნა

05/12/2017

ბათუმში, შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარე პირველი ენერგოეფექტური სკვერი, ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო. არსებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს სკვერში მდებარე ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას. სკვერში ასევე ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi და მობილური ტელეფონების დასამუხტი აღჭურვილობა. პროექტს, რომლის მიზანია შეიქმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი, ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0