ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლების გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

07/02/2018

ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლების, როხის და სალომინაოს გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრე არხები და რკინა-ბეტონის მილხიდები. ამ ეტაპზე 4 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს გზებზე კომფორტულად გადაადგილდეს.
პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0