ბოლნისის ეპარქია მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს

10/02/2018

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველინმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, სტუმრებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს.
საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი-დავით შერაზადიშვილი:
“მინდა მთელი გულით მივულოცო მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე. დიდია მეუფის ღვაწლი ბოლნისის ეპარქიის წინაშე. 11 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბოლნისში განსაკუთრებით გაძლიერდა სასულიერო ცხოვრება, აღდგა ეკლესია -მონასტრები და აშენდა ახალი ტაძრები. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ”!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0