ბორჯომში №6 საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

16/10/2017

ბორჯომში №6 საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს მოედნის შემოღობვას ლითონის ბადითა და ხის პანელებით, ახალი ხელოვნური საფარის დაგებას, ფეხბურთის კარებების განახლებას, ასევე ტრიბუნების მოწყობასა და სამღებრო სამუშაოებს.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
გასულ წელს, არსებულ სკოლაში სრულად გარემონტდა შიდა სპორტული დარბაზიც.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის პირდაპირ დაქვემდებარებაში არ შედის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოხარულია, რომ მოკრძალებული წვლილი შეაქვს სასწავლო გარემოს გაუჯობესების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაბა ახალდაბის სკოლაში მთლიანად გამოიცვალა ელ-გაყვანილობის სისტემები, №1 საჯარო სკოლაში კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0