ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პირველი პლატფორმის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პანელი ჩატარდა

06/10/2017

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პირველი პლატფორმის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პანელი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მასტერ სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა გააკეთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლების წინაშე იმ პრაქტიკულ გარემოებებზე ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის მისიებში ჩართულობას თან ახლავს. სერჟანტმა აღნიშნა, რომ აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე მისიებთან დაკავშირებულ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალებს წვლილი შეაქვთ CSDP-ის განმტკიცებაში, პარალელურად კი, დიდ გამოცდილებას იღებენ. ქართველი სამხედროს პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა (EEAS) სამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოვებას.
თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, CSDP-ის პანელს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო სამეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, რომლებმაც თავის მხრივ პანელის მონაწილეებს CSDP-ის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა გაუზიარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0