„განსაკუთრებული საქართველო“ – ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება

19/10/2017

„განსაკუთრებული საქართველო“ – ამ სახელწოდებით ქართული პროდუქცია 19-21 ოქტომბერს ბერლინიში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარდგება.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“, USAID/Reap-ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
„განსაკუთრებული საქართველო“ – (Georgia Special), ბერლინის ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული სამზარეულოს, ღვინისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0