გიორგი აბაშიშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა

08/01/2018

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.
გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივან თენგიზ ფხალაძესთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა გარდაცვლილის ოჯახის მიმართ და მადლიერება იმ სამსახურისათვის, რომელიც კოტე ზალდასტანიშვილმა გაუწია სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0