გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

08/02/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორმხრივი კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიჯიტ ბრინკს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას, ასევე, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე, რაც ბრიჯიტ ბრინკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.
შეხვედრისას ითქვა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0