გიორგი ტატუაშვილმა ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი – სტადიონი გახსნა

14/12/2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი – სტადიონი გახსნა. ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის: ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა.გახსნის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მცირე ღონიძიებით დახვდნენ. შეასრულეს ქართული ჰიმნი და სპოტრულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა.
სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ხალილაშვილმა ისაუბრა მოსწავლეების წარმატებებზე და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ყურადღებისათვის. პროექტის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ხარჯებით შეძლო. ახალი სტადიონით სარგებლობას სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან შეძლებენ. მინი – სტადიონის გახსნის ცერემონიალის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0