,,გომარდული“ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება

03/12/2017

კურორტი გომარდული ვიზიტორების მისაღებად ემზადება. ადგილზე კი სააქციო საზოგადოება ,,გომარდული “ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს აწარმობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დავითაძესთან და სააქციო საზოგადოება ,,გომარდულის“ წარმომადგნლებთან ერთად დაათვალირა. ამ დროისათვის კოტეჯებში გათბობის სისტემის, სველი წერტილების და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმი-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 76 კმ-ში, ზღვის დონიდან 1250 მ მდებარეობს. გომარდულში 5 კოტეჯი, რესტორანი და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებია. პირველი თოვლი გომარდულში ნოემბერში მოდის და აპრილამდე გრძელდება, მისი სიმაღლე 2–3 მეტრამდე აღწევს. მოთხილამურეებისთვის გაკეთებულია ბაგირგზა და სათხილამურო ტრასა. ასევე დამსვენებელს ეძლევა შესაძლებლობა სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის. კურორტი გომარდული ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0