გორში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

15/12/2017

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში, გორში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა გუბერნატორის ადმინისტრაციაში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგნეტოს (GITA) წარმომადგენლებმა ქალაქის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს და რეგიონის გუბერნატორს კახა სამხარაძეს დაგეგმილი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იმ ობიექტების შესახებ სადაც, ინოვაცების ცენტრის განთავსება იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თავად მოახდენს ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის რემონტს, ადაპტირებასა და აღჭურვას. ინოვაციების ცენტრი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტსა და სერვისს გააერთიანებს. მათ შორის იქნება: ინოვაციების ცენტრები; ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება; უნარ-ჩვევების ამაღლება დასაქმების მიზნით; ბიზნეს ინოვაციების მხარდაჭრა, სტარტაპ და ბიზნეს ინოვაციების წილობრივი გრანტების საკითხებში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, ასევე ტექნიკური დახმარება ინოვაციების დაფინანსების პოლიტიკის ნაწილში. ცენტრში შეიქმნება ინოვაციებისა და სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა. კომპიუტერებით აღიჭურვება ცენტრში არსებული მცირე სასწავლო ოთახები, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ასევე მოხდება მცირე ფაბრიკაციის, ლაბორატორიისა და საერთო სამუშაო სივრცის შექმნა. პროექტი ითვალისწინებს სხვადსხვა სახის ტრენინგებსა და სწავლებებს პროგრამირების მიმართულებით. ასევე, საჯარო ლექციებისა და ონლაინ სწავლებების ორგანიზებას. ინოვაციების ცენტრი უახლესი ლაბორატორიული და კომპიუტერული სისტემით აღიჭურვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0