გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

06/12/2017

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, პოლონელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკვერი ტყვიავის ქუჩაზე, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს. გახსნის ცერემონიას პოლონურ-ქართულ მხარეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, რომლებმაც პოლონეთის ელჩს და მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის თქმით, პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს მრავალწლიანი საფუძველი გააჩნია. კახა სამხარაძემ 1921 წლის ოკუპაციის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პოლონელმა ხალხმა მარშალ პილსუდსკის მეთურობით, ქართველი ემიგრანტები შეიფარა და მათ პოლონეთში ცხოვრების უფლება მისცა. სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის ელჩმა ორი ერის მეგობრობას გაუსვა ხაზი,დამსწრე საზოგადოებას სკვერის გახსნა მიულოცა და პოლონეთის რესპუბლიკის სახელით ქართველ ხალხს თანადგომას სამომავლოდაც დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0