გოჩა კურდღელიამ სამკერვალო ფაბრიკა მოინახულა

31/01/2018

სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ გაფართოებული საამქროებით, შოუ-რუმებითა და მუშა-ხელის გაზრდილი რაოდენობით ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილე ირაკლი თოფურიამ, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ ფოთის საკრებულოს წევრებთან ერთად სამკერვალო ფაბრიკა მოინახულეს.
საწარმოო პროცესთან ერთად ისინი ფაბრიკაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებით დაინტერესდნენ.
ფაბრიკის დირექტორის ჯენგიზ ოსქენდირის თქმით, საწარმოში მოქმედებს დანამატების, ე.წ. ბონუს სისტემა, რაც კვალიფიკაციის, სტაჟისა და შიდა განაწესის დაცვის მიხედვით თითქმის აორმაგებს არსებულ სახელფასო ანაზღაურებას. იანვრის თვეში, ხელფასზე დანამატს დირექტორის თქმით, 120 ადამიანი მიიღებს.
შპს „აჭარატექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში ახორციელებს ბიზნეს-პროექტს.
დღეს აქ უკე 550 ადამიანია დასაქმებული და ისეთი ბრენდების პროდუქცია იკერება, როგორიცაა Nike, Puma, Lotto, Erima,New Balanceდა Under Armour. ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე „საქართველოში წარმოებულის“ სახელით გადის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0