გოჩა კურდღელიამ სპორტული დარბაზის მშენებლობა დაათვალიერა

09/02/2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან ერთად მეორე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დარბაზის გადახურვისა და კედლების შელესვის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი, ჭერი,კარ-ფანჯრები. სპორტული დარბაზი უზრუნველყოფილი იქნება სრული ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და საშხაპეებით. ობიექტის მშენებლობას შპა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს.
სპორტული დარბაზის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 445 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0