გოჩა ქაჯაია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

12/12/2017

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის წარმომადგენლებისგან გაწეული მუშაობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და დასახლებებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. პორტის მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ – აღნიშნა მერმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0