გრიგოლ ნემსაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

20/10/2017

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილესთან ერთად შეხვდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ ბოლნისელ მოსწავლეებს.
გუბერნატორმა ლუკა ბერიანსა და ელენ ბასილაშვილს საერთაშორისო დონის პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
გრიგოლ ნემსაძემ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0