გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

03/10/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ქ. ამბროლაურის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს და საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა. გუბერნატორმა ინფორმაციები მოისმინა აღნიშნულ სფეროებში მიმდინარე მოვლენების, დაგეგმილი აქტივობებისა და არსებული პრობლემების შესახებ და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელა იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტში ახალგაზრდების მეტად ჩართულობას და ადგილობრივი მხატვრების თუ შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაციას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე…

Tweet about this on TwitterShare on Facebook0