გუდაურის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა

11/12/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გუდაურის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. ჩამოსულ სტუმრებსა და დამსვენებლებს შემდეგი სასრიალო გზები დახვდათ:
კუდები I, კუდები II, კუდები III, სნოუპარკი.
საბაგიროს სამუშაო საათებია: 10.00 – 16.30
სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა DJ SUMO.
კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.
კურორტზე 14 საბაგიროა: 1 გონდოლას ტიპის, 6 სკამებიანი, 4 საჩოჩიალო და 3 მოძრავი ხალიჩა. გუდაურში 70 კმ-იანი 22 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
ასევე გუდაურში მოქმედებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0