გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინაარსობრივი ტექსტის

07/04/2017

ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გახარიას თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა საქმეს და შინაარს მოკლებული იყო.

„ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინარსობრივი ტექსტის. იყო ბევრ თემაზე საუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა ტექსტი უფრო შინაარსობრივი და საქმესთან ახლოს ყოფილიყო.
პრეზიდენტმა ის პოზიტიური ტენდეციებიც აღნიშნა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს. თუმცა, საერთო ჯამში ველოდით უფრო შინაარსობრივ ტექსტს,” – განაცხადა გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0