გურიის გუბერნატორმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს საახალწლო სურვილი აუსრულეს

01/01/2018

სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს საახალწლო სურვილი, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აუსრულეს. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო ზეიმი, თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა მოუწყვეს.

მერაბ ჭანუყვაძე – ” ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, იმისთვის, რომ ეს დღე თქვენთან ერთად აღგვენიშნა. ბავშვებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ნატვრის ასრულებას”.

დავით დარჩია -“ჩვენ დღეს ვართ იმ ბავშვებთან ერთად, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. როგორც ამბობენ ახალი წლის ღამე ეს არის სურვილების ასრულების ღამე და ამიტომ პირველ რიგში ამ პატარებს ვუსურვებ ასრულებოდეთ ყველა ჩანაფიქრი, ოცნება და მათთან ერთად სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას.“ პატარებს ახალი წლის შემობრძანება ასევე მიულოცეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ფრაქცია ,”ქართული ოცნების” ხელმძღვანელის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა და საკრებულოს წევრმა ხათუნა ცერცვაძემ. მათ ბავშვებს ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

“ახალ წელს ვეგებით ძალიან საყვარელ ბავშვებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ იგრძნონ სიყვარული, სიხარული. ვეცადეთ კიდევ უფრო საზეიმო და დასამახსოვრებელი გამხდარიყო მათთვის ახალი წლის ღამე. ამ ლამაზი ადგილიდან გილოცავთ ახალ წელს” – აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა. საახალწლო ზეიმი თოჯინების თეატრის მსახიობებმა გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0