გურულებმა სწრაფად და სწორად გაიგეს,დროული მკურნალობის მნიშვნელობა

14/12/2017

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია და კლუბის წევრები ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ლანჩხუთის „გამარკვებულ ქალთა კლუბის“ საქმიანობას. მანვე მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს და აღნიშნა, რომ გურულებმა სწრაფად და სწორად გაიგეს კიბოს პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა. „ლანჩხუთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად დაიწყო მოქმედება და დღეს ლანჩხუთი ერთადეთი მუნიციპალიტეტია, რომლის ბიუჯეტიდან კლუბის საქმიანობა ფინანსდება“ – აღნიშნა პროფესორმა ღვამიჩავამ. უნივერსალურ სამედიცინო ცენტრასა და გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხუთი თვის მანძილზე დროულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ ორმოცდაათ ქალს ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. გაკეთდა ხუთი ოპერაცია, ოთხ ქალბატონს ჩაუტარდა ქიმიის თერაპიის კურსი, ჩატარდა ასევე სხივური თერაპიული მკურნალობა. პროფესორმა რემა ღვამიჩავამ გარკვეული რჩევები მოგვცა დაავადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სხვადასხვა მეთოდით (ქირურგია,რადიოთერაპია და მედიკამენტური თერაპია). ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო განიკურნება ისე, როგორც უმეტესი სხვა დაავადებები. ნაადრევად დასმული მკურნალობა შედეგიანია. მისი თქმით, კიბო არ არის განაჩენი. უბრალოდ, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრმა ქალბატონებმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს კლუბის ხელმძღვანელს მზია კვირკველიასა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორს, თინათინ ბერუჩაშვილს, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით უწევთ მათ ისეთ კვალიფიციურ სპეციალისტთან ვიზიტი, როგორიც პროფეროსი რემა ღვამიჩავაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0