დაბა ასპინძაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების რეაბილიტაცია

27/06/2017

დაბა ასპინძაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების რეაბილიტაცია.
ასპინძის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე, სარწყავი, საყრდენი კედლების და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2025 მეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ასტორია ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 489 500 ლარს შეადგენს.
სამუშაოები გეგმა-გრაფით მიმდინარეობს და გარკვეულ ვადებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0