დაბა ახალდაბაში აქტიურად მიმდინარეობს შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები

27/06/2017

დაბა ახალდაბაში აქტიურად მიმდინარეობს შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ტერიტორიაზე მოეწყობა ლითონის ღობე და კარები, დაგეგმილია კაუჩუკის საფარის გაკეთება, პარკში არსებულ კედელზე აღდგება ძველი წარწერები, მოეწყობა ფანტანი და ატრაქტიონები, განლაგდება სკამები და ურნები.
პარკი 80-იან წლებში გაიხსნა. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოიშალა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ პარკით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე კურორტის სტუმრებს შეეძლებათ.
სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0