დაბა კაზრეთში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლება მოგვარდება

21/09/2017

დაბა კაზრეთში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები იწყება.
რამდენიმე დღეში აქტიურად დაიწყება დაბა კაზრეთის 17 კორპუსში 22 ახალი ლიფტის შახტის მონტაჟის სამუშაოები. ძველ, ამორტიზებულ ლიფტებს ახალი ჩაანაცვლებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა, გამარჯვებული გამოვლენილია, რომელმაც სამუშაოები 90 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დაბა კაზრეთის კორპუსებში სულ 68 ლიფტის შაახტაა, დარჩენილი 46-ის რეაბილიტაცია მომავალ წლებში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0