დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში

19/10/2017

დაბა სიონის გაზსადენის სისტემა 22 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შევიდა ექსპლუატაციაში.
ამ დღესთან დაკავშირებით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა , “სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამმადოვმა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტში დაბა სიონის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთეს.
შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2012 წელს დაიწყო და დღემდე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია 1822 აბონენტი. მიმდინარე წელს კი უკვე გაზიფიცირებულ დაბა თიანეთსა და მუნიციპალიტეტის 11 სოფელს კიდევ ოთხი სოფელი: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი და დაბა სიონი შეემატება.
„პროექტი ითვალისწინებს 496 ოჯახის გაზიფიცირებას დაბა სიონში. ესენი არიან, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე მოაგარაკეები. აშენდა 30 კილომეტრი გაზსადენის მილი და 22 წლის შემდეგ სიონს პირველად მიეწოდა ბუნებრივი აირი. მადლობა მინდა ვუთხრა ენერგეტიკის სამინისტროს და კომპანია „სოკარს“ გვერდში დგომისთვის. სიონი არის ერწოს ზონაში პირველი დასახლებული პუნქტი, რომელსაც მიეწოდება ბუნებრივი აირი, ამასთან აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი. თიანეთის სიონი იქცევა მთავარ გამანაწილებელ პუნქტად ერწოს სოფლების გაზიფიცირებისთვის.“ – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0