დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში

11/07/2017

ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციების გამართვის საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი წინადადებები დოკუმენტში უკვე ასახა და ახლა ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს თავისი წინადადებები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველა წინადადება ყურადღებით იქნება განხილული.
„ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს ავსახეთ დოკუმენტში. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული და ასახული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, თავისი წინადადებები უნდა წარმოადგინოს ახლა უკვე ოპოზიციამ. ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში.
შეიძლება წინადადებები იყოს ერთზე უფრო მეტი და ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ თითოეულ ამ წინადადებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე დაახლოებით სამი თვეა დარჩენილი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ შედგეს კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. „ამ ფორმატში მიიღება გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გარშემო შეიძლება შედგეს კონსენსუსი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0