დავით მჭედლიშვილი ციხისძირის ჯემალ ქათამაძის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

09/01/2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ციხისძირის ჯემალ ქათამაძის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. სკოლის ეზოში 1500 მეტრზე ასფალტის საფარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა შავიშვილის ორგანიზებით და ჯგუფი „ ქართუ“-ს ხელშეწყობით განხორციელდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერა და სამომავლო პრერსპექტივებზე ისაუბრა. სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის თანამედროვე გათბობის სისტემით აღჭურვა სოფლის დეპუტატმა ვაჟა შავიშვილმა ითავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0