დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი ალექსიძის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

21/10/2017

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი ალექსიძის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
“მე დღეს გავაკეთე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი. არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის რეალურად ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს ყველაზე მეტი გამოცდილება და ვის აქვს ყველაზე მეტი შესაძლებლობა, საუკეთესო პროგრამა იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ყველა კარგი დაწყებული საქმე გააგრძელოს და მეორე მხრივ, ის ახალი ინიციატივები, რომელიც ამ პროგრამიდან გამომდინარეობს, ღირსეულად იქნას შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი გაამართლებს და დღეს საღამოს ყველანი ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0