დავით ჯალაღანია საქართველოში ტაილანდის სამეფოს ელჩს შეხვდა

21/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო ტაილანდის სამეფოს ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) სუვატ ჩირაპანტი. მოლაპარაკებების დაწყებამდე ტაილანდის ელჩმა მინისტრის მოადგილეს გადასცა რწმუნებათა სიგელების ასლები. შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ხალხთა შორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0