დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

14/12/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიამ სოფელ ნაფიჩხოვოში , ლედარსალეს უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ უბანში, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ასრულებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ თაიაშიც ჩატარდა. ასფალტირებული გზა სულ 7კილომეტრზე დაიგო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე არ ყოფილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0