დიდი დაინტერესებაა გერმანული კომპანიების მხრიდან აწარმოონ ბიზნესი საქართველოში

13/01/2018

გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან (Dr. Heike Peitsch) შეხვედრისას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, ასევე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტია დაინტერესება გერმანული კომპანიების მხრიდან აწარმოონ ბიზნესი საქართველოში. ვხედავთ, რომ გაზრდილია ჩვენი ქვეყნის პოპულარობა გერმანელ ტურისტებს შორის. გერმანული ფონდები აქტიურად მონაწილეობენ იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0