დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა

09/01/2018

დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით იქნა არჩეული. ბრიტანეთის საბჭოს მიერ კლუბების ორგანიზებისთვის საზოგადოებრივი ცენტრები მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. ბრიტანეთის საბჭო ასევე იზრუნებს ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, მათთვის ჩატარდება ტრენინგები და სემინარები. ინგლისური ენის კლუბი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0