დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება

15/02/2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.
სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0