დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

20/10/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ახალ ქარხანას შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ააშენებს, რისთვისაც 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისათვის „ჯორჯიან მანგანეზმა“ ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება და „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0