დმანისში წელს 25 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

17/02/2018

დმანისში წელს 4 მილიონი ლარის ღირებულების 25 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.გარდა ამისა ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 პროექტი დაფინანსდება , რომლის ღირებულებაც თითქმის ხუთ მილიონ ლარს აღწევს. საგზაო ინფრასტრუქტურა , სარწყავი და სასმელი წყლის სისტემები-ეს არის მთავარი პრობლემები, რომელიც წელს მუნიციპალიტეტებში პრიორიტეტად იქნა მიჩნეული.

ქალაქ დმანისში მთავარ პრობლემას კორპუსების დაზიანებული ფასადები და სახურავები წარმაოდგენს, მოსახლოება ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლების უმრავლესლობა ავარიულია და დროულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლების თქმით დმანისში წელს ადგლობრივი ბიუჯეტიდან სახურავების რაბილიტაციაზე 340 ათასი ლარი დაიხარჯება.გამაგრდება მრავალსრთულიანი სახლების ფასადებიც.

იგეგმება სოფელ კამიშლომდე მისასვლელი გზის რეაბილიტააციაც, თითქმის რვა კილომეტრიან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს და საავტომობილო მოძრაობა შეზუდულია. ადმინისტრაციული ცენტრიდა სოფლამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აღწევენ. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა სოფელ კამიშლოს მცხოვრებლებთან შეხვედრისსას განაცხადა პროექტი მთის ფონდიდან დაფინანსდება და გზის აღდგენა მოხდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 300 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ქვვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლოებასთან შეხვედრებს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს. შეხვედრებზე პრობლემების იდენტიფიცირება მოხდება, რის შემდეგაც მოსახლოების საჭიროებები უკვე 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0